საერთაშორისო მობილობა
Erasmus+ გაცვლითი პროგრამა ხორციელდება პარტნიორ საასწავლებლებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრრომლობის მემორანდუმისა და პირველი აქტივობის ფარგლებში, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მობილობებს პარტნიორ უნივერსიტეტებში.

Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:
სტუდენტთა მობილობა – ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთა გაცვლა 1 ან 2 სემესტრით კრედიტების დაგროვებით (credit mobility). უცხოეთში გატარებული სასწავლო პერიოდი უნდა შეესაბამებოდეს სტუდენტის სასწავლო პროგრამას გამგზავნ უნივერსიტეტში.
შენიშვნა: სტუდენტებს რომელთაც მონაწილეობის სურვილი აქვთ აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში საბუთების ჩამონათვალი უნდა წარადგინონ ნოტარიულად დამოწმებული გზით და ატვირთონ მასპინძელი უნივერსიტეტის რეგისტრაციის ლინკზე.

პერსონალის მობილობა
• სწავლების მიზნით: ამ აქტივობის ფარგლებში უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს საშუალება ეძლევა ასწავლოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
• ტრენინგის მიზნით: აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში ტრენინგის (კონფერენციების გარდა) ან სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით.

2019-2020 სასწავლო წლიდან სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ორმხრივ გაცვლებს განახორციელებს შემდეგ ევროპულ უნივერსიტეტებთან:
• Alexandru Ioan Cuza University of Iasi – რუმინეთი
http://www.uaic.ro/en/
• University of Lodz – პოლონეთი
https://iso.uni.lodz.pl/erasmus/academic/

• Catholic University in Ruzomberok-სლოვაკეთი

http://www.ku.sk/en/index.php/student-services/foreign-relations/erasmus-outside-eu

შენიშვნა: სტუდენტებს/პერსონალს, რომელთაც მონაწილეობის სურვილი აქვთ აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში საბუთების ჩამონათვალი უნდა წარადგინონ ნოტარიულად დამოწმებული გზით ინგლისურ ენაზე და ატვირთონ მასპინძელი უნივერსიტეტის რეგისტრაციის ლინკზე. 

უმეტეს შემთხვევაში საჭიროა:

1. ცნობა
2. პასპორტის ასლი
3. სარეგისტრაციო ფორმა
4. სასწავლო ხელშკრულება
5. ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი
6. CV

Erasmus+ ის ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა სტუდენტებისთვის განსაზღვრულია მიმღები ქვეყნის შესაბამისად. დეტალური ინფორმაცია კუნკურსის ვადების, პირობების შესახებ თავსდება სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე პერიოდულად.  საკონტაქტო ინფორმაცია: [email protected]

ERASMUS+ CBHE

1.  ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“-RURD- კოორდინატორი – მერი სახამბერიძე
 
2. ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრების გახსნა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტებისთვის

(Establishment of Psychological Counselling Centers at Georgian HEIs for Students)

– კოორდინატორი – გურანდა მოდებაძე
 

3. Developing and Implementing Technology-Enhanced Teaching and Learning at Georgian

HEIs/DITECH – კოორდინატორი – თინა გელაშვილი
 
4. “საჯარო სკოლებში მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება” (USAD) – კოორდინატორი -ირმა ქურდაძე
 თითოეულ პროექტს ქონდეს თავისი ლინკი, და ყველა სიახლე რაც კოორდინატორებს ექნებათ სიახლეების ველის გარდა ამ ლინკის ქვეშაც განთავსდეს.

სწრაფი წვდომის ბანერები

საზაფხულო სკოლა

ბიბლიოთეკა

სასწ.პროც

მუდლი

ჰორიზონტი ევროპა

უპლებათა ცენტრი

ონომასტიკა