გაცნობებთ, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრარული საკითხებით დაინტერესებული პირების, აგრარული მიმართულების სტუდენტების, ფერმერებისა და აგრარულ მეურნეობაში ჩართული პირების შესაძლებლობების განვითრების მიზნით აცხადებს რეგისტრაციას დისტანციურ ტრენინგებზე:
· ხორბლის მაღალი, ხარისხიანი და მყარი მოსავლის თანამედროვე ტექნოლოგიები – 18 ოქტომბერი / 11:00 – 14:00 სთ.
· თაფლის წარმოება და ფუტკრის ოჯახის მოვლა – 6 ნოემბერი / 12:00 – 15:00 სთ.
· კარტოფილის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები – 12 ნოემბერი / 11:00 – 14:00 სთ.
· საძოვრების მდგრადი მართვა – 15 ნოემბერი / 11:00 – 15:00 სთ.
· მეცხოველეობა – მსხვილფეხა რქ. პირუტყვის ჯიშები, დაავადებები, პრევენცია, განაყოფიერება და ჰიგიენური სტანდარტები – 17 ნოემბერი / 11:00 – 15:00 სთ.
· თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის ტექნოლოგიები – 18 ნოემბერი / 11:00 – 14:00 სთ
*თითოეულ პირს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია დაესწროს ერთ ან რამდენიმე ტრენინგს. მონაწილეობა უფასოა.ტრენინგები გაიმართება „zoom“-ის პლატფორმის საშუალებით.ტრენინგების გავლის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2WNzUHW