რექტორის 2024 წლის 11 მარტის N287598 ბრძანებით დაინიშნა არჩევნები სსიპ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით წევრთა ასარჩევად.
წარმომადგენლობით საბჭოში აირჩევიან:
– ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ერთი სტუდენტი და ერთი აკადემიური პერსონალი;
– ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტიდან ორი სტუდენტი;
– იურიდიული ფაკულტეტიდან ერთი სტუდენტი;
– განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან ერთი სტუდენტი და ერთი აკადემიური პერსონალი.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატების რეგისტრაცია განხორციელდება 2024 წლის 8 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით. არჩევნები ჩატარდება 2024 წლის 23 აპრილს.
კანდიდატად რეგისტრაციის თაობაზე განცხადების მიიღება იწარმოებსსსიპ – სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში, მისამართზე: რუსთაველის ქ. N113, მე-2 სართული, ოთახი N208.
წარმომადგენლობით საბჭოში წევრები აირჩევიან უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიურ პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი არჩევნების საფუძველზე ფარული კენჭისყრით.