დეკანის არჩევნები ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე

ცხადდება სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები:

  1. სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში – უნივერსიტეტი) ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის საბჭოს 2019 წლის 15 აპრილის N14/01 დადგენილებით უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდა არჩევნები (შემდგომში – არჩევნები).
  2. არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2019 წლის 31 მაისს და დასრულდება 2019 წლის 17 ივნისს.
  3. არჩევნები ჩატარდება 2019 წლის 17 ივლისს.
  4. არჩევნებში მონაწილე კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;

ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;

ე) სამოქმედო გეგმა.

  1. ბიზნესის ადმინისტრირების დეკანად შეიძლება აირჩეს იმავე ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.
  2. ბიზნესის ადმინისტრირების საბჭო ფაკულტეტის დეკანს ფარული კენჭისყრით ირჩევს 4 წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთიდაიგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
  3. დეკანის კომპეტენცია:

ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;

ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;

გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;

დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;

ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;

ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის;

ზ) წელიწადში ორჯერ აკადემიურ საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს;

თ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.

  1. დეკანი, კომპეტენციის შესაბამისად, ინდივიდუალური საკითხების გადასაწყვეტად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, რომლითაც რეგულირდება ფაკულტეტის ფარგლებში სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი საკითხი.
  1. არჩევნების ორგანიზებას და ჩატარებას უზრუნველყოფს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია, რომელიც არჩევნების შედეგებს საჯაროდ აცხადებს არჩევნების ჩატარების დღეს.

 

დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 599 61 16 81 – საარჩევნო კომისიის მდივანი, ლამზირა კობაიძე.