ცხადდება ატესტაცია სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე უვადოდ არჩეული პროფესორების აკადემიურ თანამდებობაზე.
- მიმართულება-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, დარგი/სპეციალიზაცია- ქართული ფილოლოგია, ქვედარგი – ქართველური ენათმეცნიერება – მერაბ ბერიძე;
- მიმართულება – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, დარგი/სპეციალიზაცია-ისტორია, ქვედარგი – ძველი მსოფლიოს ისტორია – ნიკო ახალკაცი;
- მიმართულება -ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, დარგი/ სპეციალიზაცია–ისტორია, ქვედარგი – საქართველოს ისტორია – რომან გოგოლაური;
საბუთების მიღება იწარმოებს, როგორც მატერიალურად ქ. ახალციხე, რუსთაველის 113 მეორე სართული, ოთახი 210; 10:00-დან – 16:00-მდე, ასევე ელექტრონულად. საატესტაციო დოკუმენტაცია უნდა გადააგზავნოთ ფოსტაზე: [email protected].
საატესტაციო დოკუმენტაცია: სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება, CV, პროფესორის ანგარიში (ბოლო ხუთი წლის ცალცალკე), დაშესაბამისი დარგის/მიმართულების განვითარების კონცეფცია.
ატესტაციას დაქვემდებარებულ პროფესორმა საბუთები უნდა წარადგინოს – 2 მარტიდან 7 მარტამდე, 18:00 საათამდე.
ატესტაციას დაქვემდებარებულ პროფესორებთან გასაუბრება ჩატარდება 10 მარტს 12 საათზე, შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს.