2019 წლის 24 აპრილს გაიმართა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია მიძღვნილი დედაენის დღისადმი.
კონფერენციამ იმუშავა შემდეგ სექციებად: ქართული ენისა და ლიტერატურის სექცია, განათლების სექცია, ისტორიისა და ინგლისური ფილოლოგიის სექცია, ეკონომიკისა და ბიზნესის სექცია, აგრარულ, საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სექცია და სამართლის სექცია.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო 70-მა მომხსენებელმა. სტუდენტებს მოუსმინა აკადემიურმა პერსონალმა, რომლებმაც მნიშვნელოვანი რჩევები და რეკომენდაციები მისცეს სტუდენტებს საკონფერენციო ნაშრომების სრულყოფისათვის.