სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (იხილეთ აკადემიური საბჭოს N11 დადგენილება ):
ა) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, დარგები:
ქართული ენა – 1 საშტატო ერთეული პროფესორი – მაკა ბერიძე
2 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე: – ნათელა
მელიქიძე, ლამზირა კობაიძე
– ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (ქ. ახალქალაქი) – მაყვალა დავითაძე
– ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – დალი ბეთხოშვილი
– უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ვახტანგ ინაური
– საქართველოს ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე- ვასილ მოსიაშვილი
– მსოფლიო ისტორია (შუა საუკუნეები) -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ცირა მესხიშვილი
– საქართველოს ისტორია, არქეოლოგია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – თამარ მათიაშვილი
– ინგლისური ფილოლოგია – 1 საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე – გულნარა ჯანოვა;
1 საშტატო ერთეული ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე – თამარ გელაშვილი
განათლების მიმართულებით:
– მასწავლებლის განათლება 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ნატო ყრუაშვილი
– სწავლების მეთოდიკა 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – როლანდ ქურდაძე
სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით: ფსიქოლოგია 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – გულიკო ბექაური
ბ) ბინესის ადმინისტრირების ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, დარგი ფინანსები – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე- კობა სანდროშვილი.
სოციალური მეცნიერებების მიმართულებით, დარგი ეკონომიკა – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ლევან სააკაძე
გ) ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე: დარგი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ლელა წითაშვილი
1 საშტატო ერთეული ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე – ნინო ბერიძე
დ) იურიდიული ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
მიმართულებები:
-საჯარო სამართალი 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე -დავით ხობელია
– კერძო სამართალი 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ბაკურ ლილუაშვილი
– სისხლის სამართალი 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე – ნუგზარ თევდორაძე
ა) განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიმართულებით, დარგები:
– ქართული ენა – 1 საშტატო ერთეული პროფესორის და 2 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
– ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე (ქ. ახალქალაქი);
– ახალი ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
– უახლესი ქართული ლიტერატურის ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
– საქართველოს ისტორია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
– მსოფლიო ისტორია (შუა საუკუნეები) -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
– საქართველოს ისტორია, არქეოლოგია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
– ინგლისური ფილოლოგია – 1 საშტატო ერთეული პროფესორის თანამდებობაზე და 1 საშტატო ერთეული ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე;
განათლების მიმართულებით:
– მასწავლებლის განათლება -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
– სწავლების მეთოდიკა – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებით:
– ფსიქოლოგია -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.
ბ) ბინესის ადმინისტრირების ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
– დარგი ფინანსები – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე სოციალური მეცნიერებების მიმართულებით,
– დარგი ეკონომიკა – 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.
გ) ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
–დარგი ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე და 1 საშტატო ერთეული ასისტენტ – პროფესორის თანამდებობაზე.
დ) იურიდიული ფაკულტეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე: მიმართულებები:
– საჯარო სამართალი -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
– კერძო სამართალი 1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
– სისხლის სამართალი -1 საშტატო ერთეული ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ქვემოთ მითითებული საკონკურსო მასალა უნდა გადააგზავნოს ფოსტაზე: [email protected]
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება, CV და კონკურსანტის ანკეტა (ელექტრონული) აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი), სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ.
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) დისერტაციის (საკანდიდატო/სადოქტორო სადისერტაციო მაცნე /ავტორეფერატი);
დ) სამეცნიერო-პედაგოგიური გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების და სამეცნიერო პრეზენტაციების (კონფერენციებზე, სიმპოზიუმზე, სემინარზე და ა. შ.) ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით (დამოწმება ასევე შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელის ხელმოწერითა და ბეჭდით);
ვ) იმ დისციპლინების ჩამონათვალი, რომელსაც კონკურსანტი ბოლო 5 წლის განმავლობაში კითხულობდა აკრედიტებულ უსდ-ში (დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით);
ზ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სამეცნიერო კვლევის კონცეფცია, ხოლო ასისტენტ–პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად სამოტივაციო წერილი;
თ) პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს სილაბუსები ანკეტაში მითითებულ ყველა საგანში;
ი) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
კ) ორი ფოტოსურათი;
ლ) ყველა მონოგრაფია და სახელმძღვანელო, რომელიც მითითებულია კონკურსანტის შრომების ჩამონათვალში (ბოლო 6 წლის განმავლობაში).
მ) ერთი ნაშრომის ელექტრონული ვერსია (პლაგიატის კომისიაზე წარსადგენად)
ნ) აკადემიური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში წარმოადგინოს სსიპ – შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ (რომელშიც მითითებული იქნება ინფორმაცია, მათ შორის, მოხსნილი ან/და გაქარწყლებული ნასამართლობის შესახებ). ასევე ცნობა უფლების ჩამორთმევის შესახებ
იხ. საკონკურსო პირობები და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი
კონკურსში გამარვებულ კანდიდატთან დაიდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულება (პროფესორთან -5 წლის ვადით; ასოცირებულ პროფესორთან -4 წლის ვადით; ასისტენტ პროფესორთან -3 წლის ვადით).
ხელშეკრულებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნივერსიტეტში დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში, უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად;
ბ) დამოუკიდებლად განახორციელოს სწავლება, შემოქმედებითი საქმიანობა, კვლევა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების ( სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები;
დ) მოითხოვოს სამუშაოს შესასრულებლად შესაბამისი პირობების შექმნა;
ვ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და პირობებით მოითხოვოს და მიიღოს შრომის ანაზღაურება;
ზ) ისარგებლოს ერთსაათიანი შესვენებით სამუშაო დღის განმავლობაში, (რომელიც განისაზღვრება პედაგოგიური დატვირთვების შესაბამისად დღის სხვასადხვა მონაკვეთში);
თ) ისარგებლოს საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეებით;
ი) ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით 48 სამუშაო დღით, ასევე ანაზღაურების გარეშე შვებულებით საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი წესით (სულ მცირე 15 კალენდარული დღით);
კ) პროფესიული განვითარების მიზნით, 5 წელიწადში ერთხელ ისარგებლოს ანაზღაურებადი სამეცნიერო შვებულებით (აკადემიური შვებულება) ერთი აკადემიური კალენდრით დადგენილი სემესტრის ვადით;
ლ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დასაქმებულისათვის მინიჭებული სხვა უფლებებით.
აკადემიური პერსონალის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენს:
ა) მონაწილეობის მიღება სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;
ბ) საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი ნაშრომების ხელმძღვანელობა;
გ) ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხორციელებული სასემინარო და კვლევით სამუშაოების ხელმძღვანელობა.
აკადემიური პერსონალი ვალდებულია:
ა) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში და მეცნიერულ კვლევებში;
ბ) სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების მიზნით უნივერსიტეტში იმყოფებოდეს კვირაში არანაკლებ 3 სამუშაო დღით;
გ)შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით, დამსაქმებლის ადმინისტრაციული აქტებით, მართვის ორგანოების დადგენილებებით/გადაწყვეტილებებით და წინამდებრე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები;
დ) პირადად შეასრულოს ხელშეკრულებით/აკადემიური პერსონალის დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სამუშაო;
ე)მისცეს სტუდენტს ხარისხიანი განათლება;
ვ) უხელმძღვანელოს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორი ნაშრომებს;
ზ) უხელმძღვანელოს ასისტენტის მიერ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში განხოციელებულ სასემინარო და კვლევით სამუშაოებს;
თ) იყოს პასუხისმგებელი კონკრეტული სასწავლო და კვლევითი პროგრამის განხორციელების ხარისხზე;
ი) სასწავლო პროცესში გამოიყენოს სწავლების თანამედროვე მეთოდები და ტექნოლოგიები;
კ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო, მისთვის დამსაქმებლის მიერ სარგებლობაში გადაცემულ მატერიალურ ფასეულობებს;
ლ) სამეცნიერო შვებულების დასრულების შემდეგ წარმოადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ;
მ) ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო;
ნ) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით და უნივერსიტეტის წესდებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებები.
ო) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები;
შრომის ანაზღაურება დატვირთვის სქემით გათვალისწინებული სრული დატვირთვის შემთხვევაში შეადგენს: პროფესორის – 1320 ლარს; ასოცირებული პროფესორის – 1100 ლარს; ასისტენტ პროფესორის – 770 ლარს .
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 98 77 80 (გიული ზედგინიძე) 555 93 27 31 (ნანა ხითარიშვილი)
ცხადდება კონკურსი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ ინტეგრირებული ზოგადი მოდულების განმახორციელებელ პროფესიული განათლების მასწავლებლებლად მოწვევისათვის შემდეგ ვაკანტურ ადგილებზე:
ა) მოდული კომუნიკაცია ქართულ ენაზე – ვაკანტური ადგილი 2
პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
ბ) მოდული მოქალაქეობა – ვაკანტური ადგილი 1
პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
გ) მოდული მეწარმეობა – ვაკანტური ადგილი 2
პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
დ) მოდული მათემატიკური წიგნიერება – ვაკანტური ადგილი 1
პროფესიული განათლების მასწავლებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
ე) მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები ოთხ კომპონენტს აერთიანებს (ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია და გეოგრაფია).
1. მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები, ფიზიკის კომპონენტი – 2 ვაკანსია
მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
2. მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები, ბიოლოგიის კომპონენტი – 1 ვაკანსია
მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
3. მოდული მეცნიერება და ტექნოლოგიები, ქიმიის კომპონენტი – 2 ვაკანსია
მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
მასწავლებლობის მსურველი პირი უნდა აკმაყოფილებდეს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ მოთხოვნას:
შენიშვნა: პრიორიტეტი მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც მოდულის ფარგლებში ორი ან მეტი საგნის სწავლების კვალიფიკაცია აქვს.
პროფესიული განათლების მასწავლებლის ფუნქციები:
– ინტეგრირებული ზოგადი მოდულის სწავლება მისი მიზნების შესაბამისად;
– პროფესიული სტუდენტის ხარისხიანი სწავლება და შეფასება, მოდულით გათვალისწინებული მოთხოვნების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
– პროფესიულ სტუდენტებში პროფესიული უნარ-ჩვევების/კომპეტენციების ჩამოყალიბებისათვის შესაბამისი სწავლება და შეფასება;
– საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისთვის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით სწავლება;
– პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა; საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და პროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებულ ტრენინგებში მონაწილეობა;
– მოქმედი კანონმდებლობით, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით, პროფესიული სტანდარტებით, უნივერსიტეტის წესდებით, შინაგანაწესით და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება;
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: დოკუმენტების გადარჩევა და გასაუბრება. მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტს გასაუბრების დროს მოეთხოვება წარმოადგინოს ინტეგრირებული მოდულის განხორციელების მისეული ხედვა. გასაუბრების თარიღი მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტს ეცნობება ინდივიდუალურად.
სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივრსიტეტში პროფესიულ პროგრამებზე საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეული პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურება განისაზღვრება 1 საკონტაქტო საათზე 15 ლარის ოდენობით .
კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება უნივერსიტეტის სახელზე;
ბ) cv ;
გ) ფოტოსურათი 3×4;
დ) უმაღლესი განათლების ან პროფესიული განათლების IV ან V საფეხურის კვალიფიკაციის ან შესაბამისი პროფესიით მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისი წესით დამოწმებულ ასლი;
ე) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ვ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ (წარმოდგენილი უნდა იქნეს გასაუბრების შემდეგ);
საბუთების მიღება წარმოებს 2020 წლის 18 აგვისტოდან 24 აგვისტოს ჩათვლით, (შაბათ-კვირის ჩათვლით). საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია როგორც მატერიალურად, ისე ელექტრონული ფორმით. მატერიალურად საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია მისამართი: ქ. ახალციხე, რუსთაველის 113, მეორე სართული, ოთახი 210, 10-საათიდან – 18 საათამდე; ელექტრონული ფორმით საბუთების წარმოდგენა შესაძლებელია მისამართზე [email protected]. დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელ: 555 93 27 31 (ნანა ხითარიშვილი).
ცხადდება კონკურსი:
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი
მიმართულება | დარგი/ქვედარგი | აკადემიური თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენოაბა |
ბიზნესის ადმინისტრირება | საბუღალტრო აღრიცხვა | ასოცირებული პროფესორი | 1 |
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მიმართულება | დარგი/ქვედარგი | აკადემიური თანამდებობა | საშტატო ერთეულის რაოდენოაბა |
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა | ქართული ენა | ასისტენტ პროფესორი | 1 |
საბუთების მიღების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 13 იანვრიდან – 27 იანვრამდე.
კონკურსი ჩატარდება 2020 წლის 4 მარტს, შედეგები გამოქვეყნდება იმავე დღეს.
ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 1100 (ათასასი) ლარით.
ასისტენტ-პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 770 (შვიდასსამოცდაათი) ლარით.
იხ. საკონკურსო პირობები და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი, CV-ის ფორმა, განცხადების ფორმა და კონკურსანტის ანკეტა.
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში
მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113, ოთახი #210.
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 98 77 80 (გიული ზედგინიძე), 577 93 27 31 (ნანა ხითარიშვილი)
იხილეთ შემაჯამებელი ოქმი.
იხილეთ შემაჯამებელი ოქმი
2019 წლის 14 ივნისს ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებულ კონკურსში, კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, შესარჩევი საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით გამარჯვებულები არიან:
1.დავით გოდერძიშვილი ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული) ;
2.თეა ოშხერელი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„ არაგადამდები დაავადებები“ – ერთი საშტატო ერთეული) ;
3.თემურ პაპუაშვილი (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„ არაგადამდები დაავადებები“ – ერთი საშტატო ერთეული) ;
4.დემნა ხელაია ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „ცხოველური სურსათის ჰიგიენა და ვეტერინარულ-სანიტარული ექსპერტიზა“ – ერთი საშტატო ერთეული);
5.თენგიზ ყურაშვილი ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „ინფექციური პათოლოგია და პრევენციული მედიცინა“ – ერთი საშტატო ერთეული);
6.მერაბ ნათიძე ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო მიკრობიოლოგია, ვირუსოლოგია, უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული);
7.ნინო მილაშვილი ( პროფესორის თანამდებობაზე , მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული);
8.ლალი მანჯავიძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„ არაგადამდები დაავადებები“ – ერთი საშტატო ერთეული);
9.თეიმურაზ არეშიძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი -„სავეტერინარო ინსტიტუციური სისტემა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ – ერთი საშტატო ერთეული) ;
10.ზურაბ მაკარაძე (ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი – „სავეტერინარო პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული) ;
11.ლევან მაკარაძე (პროფესორის თანამდებობაზე, მიმართულება – „ვეტერინარია“, დარგი –
„ სავეტერინარო პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია“ – ერთი საშტატო ერთეული).
იხილეთ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი
ცხადდება სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის არჩევნები:
ა) განცხადება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი;
ე) სამოქმედო გეგმა.
ა) უზრუნველყოფს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას;
ბ) ფაკულტეტის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას და საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
გ) შეიმუშავებს და ფაკულტეტის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის;
ე) თავმჯდომარეობს ფაკულტეტის საბჭოს სხდომებს;
ვ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ფაკულტეტის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის;
ზ) წელიწადში ორჯერ აკადემიურ საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს;
თ) ახორციელებს უნივერსიტეტის წესდებითა და საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
დეტალური ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ: 599 61 16 81 – საარჩევნო კომისიის მდივანი, ლამზირა კობაიძე.
ცხადდება კონკურსი სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად.
კანდიდატების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 10 მაისიდან 30 მაისის ჩათვლით უნივერსიტეტის კანცელარიაში. (განცხადება იწერება უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის სახელზე).
კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერუმებს:
ა) ფლობდეს სამეცნიერო ხარისხს;
ბ) გააჩნდეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
გ) გააჩნდეს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობა;
ბ) სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
გ) CV ;
დ) სამოტივაციო წერილი.
ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
1.პროფესორის თანამდებობაზე 5 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.
2.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
3.კონკურსი ცხადდება 2019 წლის 28 მარტს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვრება 2019 წლის 29 აპრილიდან 14 მაისამდე. კონკურსი ჩატარდება 2019 წლის 14 ივნისს.
4. პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება თვეში 1200 (ათასორასი) ლარით. ასოცირებული პროფესორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 1000 (ათასი) ლარით. იხ. საკონკურსო პირობები და აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი, CV-ის ფორმა, განცხადების ფორმა და კონკურსანტის ანკეტა.
5. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში
მისამართზე: ქ. ახალციხე, რუსთაველის ქ. #113, ოთახი #210.
საკონტაქტო ინფორმაცია: 577 98 77 80 (გიული ზედგინიძე), 577 93 27 31 (ნანა ხითარიშვილი)