2023 წლის 11-13 ოქტომბერს, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – ETHICS-Erasmus+ (Responsible Conduct of Research – Research Integrity and Ethics in Georgian Universities-კოორდინატორი-ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფარგლებში ჩატარდა მკვლევარებისა და კვლევის მხარდამჭერი ოფიცრების ინტენსიური ტრენერთა ტრენინგი (TOT), სადაც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მონაწილეობას ღებულობდა პროექტის სამი წევრი: პროფ. თინა გელაშვილი (მენეჯერი) ასოც. პროფ. მაკა მურვანიძე და მოწვეული პედაგოგი, თეონა ჟუჟუნაძე.
ტრენინგს უძღვებოდნენ ამსტერდამის და მასარიკის უნივერსიტეტების ექსპერტები და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელის დირექტორი. სესიები მოიცავდა შემდეგ საკითხებს: კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება, აკადემიურ და კვლევით გარემოში აკადემიური გადაცდომის პრევენციის და ანგარიშგების მექანიზმები, კვლევის ეთიკის დადასტურების აუცილებლობა და მისი მიღებისთვის საჭირო პროცედურები, საგამომცემლო ეთიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები, კვლევის კეთილსინდისიერების ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები და სხვა.
გადამზადებული სტაფი თავის მხრივ დაატრენინგებს აკადემიურ პერსონალს, რათა ინსტიტუციურ დონეზე გაუმჯობესდეს კვლევის ეთიკის მიმართულებით არსებული მექანიზმები, პროცედურები და სერვისები.