მასწავლებელთა მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყება მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების აპელაციის შედეგების გამოცხადების შემდეგ.
ვადებისა და შიდა მისაღები გამოცდის შესახებ ინფორმაცია განახლდება უნივერსიტეტის ამავე საიტზე.
გაითვალისწინეთ, რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტაცია:
- განცხადება რექტორის სახელზე (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა)
- განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნის უსდ-ს დიპლომის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ, ნოტარიალურად დამოწმებულ დიპლომთან ერთად)
- ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგამოცდო საიდენთიფიკაციო ნომრით, ან საგამოცდო ფურცელი და გამოცდაზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი ინტერნეტ გვერდიდან
- CV (ავტობიოგრაფია)
- პირადობის დამადსტურებელი დოკუმენტის ასლი
- ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია
მიღება მოხდება შემდეგ მოდულებზე:
- ქართული ენა, ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) –
- სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
- რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
გისურვებთ წარმატებას!