2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მონაცემების საფუძველზე მარეხ ნათენაძის სახელობის სტიპენდია მოიპოვა ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა რუსუდან მელიქიძემ.
ვულოცავთ გამარჯვებულს და ვუსურვებთ წარმატებას.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოხატავს მადლიერებას სტიპენდიის დამაარსებლის მალხაზ ნათენაძის მიმართ. მისი ინიციატივა დიდი სტიმულია სტუდენტებისთვის!