კვლევა VETPRO-ს (ERASMUS+) ფარგლებში

ევროკომისიის ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით” (ERASMUS-EDU-2022-CBHESTRAND 1-101082479) ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ სჯსუ-ს წარმომადგენლები, პროფესორი ლევან მაკარაძე, პროფესორინინო მილაშვილისა და ლაშა ავალიანი.

კვლევის მიზანს შეადგენს:

● ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის გა უმჯობესება და მათი შრომის ბაზრისა და საზოგადოების მოთხოვნებთან დაახლოვება;

● საქართველოში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტების კომპეტენციების, უნარებისა და დასაქმების პოტენციალის გაზრდა განახლებუ ლი ბიბლიოთეკისა და ვეტერინარის პროფესიონალებისთვის შემუშავებული ონლაინ კურსე ბის (ე.წ. MOOC-ის) მეშვეობით;

● თბილისის, სამეგრელო-ზემო სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების უმაღლესი სასწ ვლებლების სტუდენტების თანასწორობის და არადისკრიმინაციის ხელშეწყობა;

● საქართველოს სამ უმაღლეს სასწავლებელში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო სა განმანათლებლო პროგრამის შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართული აკადემიური და მოწვეული პერსონალის სწავლების მექანიზმების გაძლიერება;

● ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის გადამზადება საქართველოში ვეტერინარიის სასწავლო პროგრამისა და ვეტერინა რული განათლების გრძელვადიანი ხარისხის უზრუნველსაყოფად;

● ევროკავშირის პარტნიორ დაწესებულებებსა და საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ვეტერინარიის მეცნიერებათა სფეროში საუკეთესო პრაქტი კის გაცვლისა და შესაძლებლობების განვითარების მიზნით და ამით არსებული პრაქტიკის გაღრმავებისა და გაუმჯობესებისა და პარტნიორი საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა.

იხილეთ კვლევა სრულად ბმულზე https://vetpro.eu.edu.ge/wp-content/uploads/2023/12/VETPRO-T2.1-1.pdf