მარეხ ნათენაძის სახელობის სტიპენდია გამოვლინდა

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის  მონაცემების საფუძველზე მარეხ ნათენაძის სახელობის სტიპენდია მოიპოვა ქართული ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა რუსუდან მელიქიძემ.

ვულოცავთ გამარჯვებულს და ვუსურვებთ წარმატებას.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოხატავს მადლიერებას სტიპენდიის დამაარსებლის მალხაზ ნათენაძის მიმართ. მისი ინიციატივა დიდი სტიმულია სტუდენტებისთვის!