1983 წელს UNESCO-მ მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის 40-ე წლისთავის აღსანიშნად, 18 აპრილი მსოფლიო ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობების საერთაშორისო დღედ დააწესა.
ეს დღე მსოფლიოში სხვადსხვა აქტივობებით აღინიშნება და მისი მიზანია, კულტურული მემკვიდრეობის მრავალფეროვნების შესახებ, მოსახლეობის ცნობიერებისა და მგრძნობელობის ამაღლება.
მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ქალაქ ახალციხის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილებამ, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად, სოციალური კამპანიით, უშუალოდ კი, დასუფთავების აქციით შეურთდა იმ მრავალფეროვან ღონისძიებებს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნა.
ჩვენმა სტუდენტებმა და მერიის თანამშრომლებმა დაასუფთავეს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის ღვთისმშობლის სახელობის XIV საუკუნის ეკლესია, რომელსაც რეაბილიტაცია უტარდება. ამით მათ წვლილი შეიტანეს ეროვნული კულტურის დაცვასა და განვითარებაში.
აქციის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროფესორმა, რომან გოგოლაურმა და მერიის თანამშრომელმა, რევაზ ანდღულაძემ ისაუბრეს ეკლესიის ისტორიის და ზოგადად XIV საუკუნის მხარის სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაზე, რომელმაც განსაზღვრა რეგიონის აღორძინება.
დიდი მადლობა ქალაქ ახლციხის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის განყოფილების უფროსს, ბატონ ზაზა თამარაშვილს და ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ მნიშვნელოვანი აქციის ორგანიზებაში.
სტუდენტებმა დიდი მადლიერება გამოხატეს და აღნიშნეს, რომ ამ დღემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მათზე.