,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“

ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება ადგილობრივ დონეზე – ტრეინინგი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის .

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილემ პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერონალისთვის ტრეინინგი ჩაატარა.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის აკადემიურმა პერონალმა მოისმინა პროექტის შესახებ ინფორმაცია. პროექტის მიზნებისა და ამოცანების გათვალისწინებით. შესაბამისად რა როლი აქვს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სტრატეგიაში რეგიონის სპეციფიკას. ასევე მიიღეს ინფორმაცია სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორიოს თანამშრომლობის სტრატეგიის შესახებ. ტრეინინგს ხელმძღვანელობდა პროექტის მკვლევარი ვახტანგ თაქთაქიძეპროექტის მიზანია ევროკავშირის პარტნიორებთან თანამშრომლობით საქართველოს რეგიონალური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის გაზრდა რეგიონების განვითარებაში, მათი მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან.

პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal