ავსტრიის ელჩი სტუმრად უნივერსიტეტში

29 აპრილს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრა ავსტრიის ელჩი საქართველოში ბატონი თომას მიულმანი. სტუმრებს მიესალმა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე. შეხვედრის დამსწრეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობის საშუალებით საგანმანათლებლო სფეროს ხელშეწყობაზე.

ვიზიტის ფარგლებში უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიხსნა „ავსტრიის კუთხე“.შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა საჯარო სკოლის წარმომადგენლები, რესურს ცენტრების ხელმძღვანელები, სტუდენტები და მოსწავლეები, რომლებიც ეუფლებიან გერმანულ ენას. უნივერსიტეტში შეხვედრის შემდეგ ელჩი დაესწრო ახალციხის ციხის საგამოფენო დარბაზში გამოფენას, რომელიც მიეძღვნა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის პირველი ლაურეატი ქალის – ბერტა ფონ ზუტნერის ცხოვრებასა და მოღვაწეობას.