2024 წლის 4 აპრილს 1300 საათზე, საქართველოს ბიბლიოთეკების საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორმა, მეცნიერული და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსმა, Eifl-ის ლიცენზირების კოორდინატორი ქართულ კონსორციუმში – GILISC – მარიკა ჟორჟოლიანმა, ჩაატარა ონლაინ ტრენინგი – RemoteXs –ზე (დისტანციური წვდომის პორტალი) რეგისტრაციისა და საჭირო რესურსების დისტანციურად წვდომის შესაძლებლობებზე. RemoteXs – (დისტანციური წვდომის პორტალი) უზრუნველყოფს საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომა განხორციელდეს მომხმარებლისთვის – უნივერსიტეტის გარეთ, ნებისმიერი ადგილიდან.
ონლაინ ტრენინგს ორგანიზება გაუწია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ. შეხვედრა იყო შერეულ ფორმატში, ნაწილი მსმენელების სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზში დაესწრო შეხვედრას, ნაწილი ონლან ჩაერთო.
ყველა მსურველს, შეუძლია მოითხოვოს შეხვედრის ჩანაწერი.
მსურველები დაუკავშირდით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექ. ხელმძღვანელს ხათუნა კვინცხაძეს – [email protected] . მობ:577987724
ამჟამად ხორციელდება მომხმარებელთა რეგისტრაცია აღნიშნულ პორტალზე და სამომავლოდ დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდება ტრენინგები ამ საკითხებთან დაკავშირებით.
![](https://sjuni.edu.ge/wp-content/uploads/2024/04/fb576a1e-44f8-4c26-8588-1fdd620b82e7-1-1024x461.jpg)