ტრენინგი „შეფასების თანამედროვე მეთოდები“

2024 წლის 4 აპრილს სამცხე-ჯავახეთის სახელწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ტრენინგი თემაზე – სტუდენტზე ორიენტირებული მეთოდები/მიდგომები და შეფასების თანამედროვე მეთოდები. ტრენინგს უძღვებოდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი გულიკო ბექაური, ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ასოცირებული პროფესორი მაია ქუქჩიშვილი, ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი.