ონლაინტრენინგი RemoteXs-დისტანციურ წვდომაზე

      2024 წლის 4 აპრილს 1300 საათზე, საქართველოს ბიბლიოთეკების  საინფორმაციო ქსელის კონსორციუმის ლიცენზირების კოორდინატორმა, მეცნიერული და საცნობარო სერვისების განყოფილების უფროსმა, Eifl-ის ლიცენზირების კოორდინატორი ქართულ კონსორციუმში – GILISC – მარიკა ჟორჟოლიანმა, ჩაატარა ონლაინ ტრენინგი  RemoteXs ზე (დისტანციური წვდომის პორტალი)  რეგისტრაციისა და საჭირო რესურსების დისტანციურად წვდომის შესაძლებლობებზე. RemoteXs (დისტანციური წვდომის პორტალი)  უზრუნველყოფს საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებზე წვდომა განხორციელდეს მომხმარებლისთვის – უნივერსიტეტის გარეთ, ნებისმიერი ადგილიდან.

  ონლაინ ტრენინგს ორგანიზება გაუწია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკამ. შეხვედრა იყო შერეულ ფორმატში, ნაწილი მსმენელების სამეცნიერო ბიბლიოთეკის დარბაზში დაესწრო შეხვედრას, ნაწილი ონლან ჩაერთო.

ყველა მსურველს, შეუძლია მოითხოვოს შეხვედრის ჩანაწერი.

მსურველები დაუკავშირდით სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექ. ხელმძღვანელს ხათუნა კვინცხაძეს – [email protected] . მობ:577987724

ამჟამად ხორციელდება მომხმარებელთა რეგისტრაცია აღნიშნულ პორტალზე და სამომავლოდ დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდება ტრენინგები ამ საკითხებთან დაკავშირებით.