სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში 17 სექტემბერს განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველკურსელებთან გაიმართა მუდლის პროგრამის დაგეგმილი პრეზენტაცია. პრეზენტაცია გამართა სასწავლო პროცესების მართვის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა დარეჯან ვედიაკოვმა. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო პროგრამა Moodle-ში რეგისტრაციის, ელექტრონული კურსების არჩევის, ელექტრონული რესურსით სარგებლობის და დავალების შესრულების პროცესები. სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია თუ როგორ უნდა ატვირთონ შესრულებული დავალება პროგრამა Moodle-ში.
პრეზენტაციაზე ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა ხათუნა კვინცხაძემ წარმოადგინა პროგრამა Moodle-ში დანერგილი პლაგიატის ამოცნობის სპეციალური პროგრამა (Turnitin), რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საერთაშორისო პროექტი EU-ERASMUS+INTEGRITU ფარგლებში და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან ფუნქციონირებს, სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია, როგორც პლაგიატისა და მასთან ბრძოლის მექანიზმებზე, ასევე საბიბლიოთეკო სერვისებზე და ელექტრონულ კატალოგ Openbiblio-ზე.
დასასრულს, დარეჯან ვედიაკოვმა წარმოუდგინა სტუდენტებს იმ დავალების ნიმუში, რომელიც შემოწმდება პლაგიატზე.