ტრენინგი საგრანტო პროექტის ASSET-ERASMUS+-ის ფარგლებში

23 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტის- ASSET-ERASMUS+ (ASSET -Assessment Tools for new learning environments in higher education institutions) ფარგლებში, ასოცირებული პროფესორის, გულიკო ჯანოვას მიერ  ჩატარდა ვორკშოპი განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთ ინსტრუმენტზე-,,Critical Friend”, რომელსაც ესწრებოდა უნივერსიტეტის 21 აკადემიური პერსონალი, მ.შ. უნივერსიტეტის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელები. ვორკშოპის მიზანია უნივერსიტეტის სხვადასხვა სასწავლო კურსებში მოხდეს განმავითარებელი შეფასების ზემოაღნიშნული ინსტრუმენტის პილოტირება-დანერგვა.