ტრენინგი განმავითარებელი შეფასების ინოვაციურ ინსტრუმენტებზე-EU-ERASMUS + ASSET პროექტის ფარგლებში

მიმდინარე  წლის 24 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში  EU-ERASMUS + ASSET პროექტის (შეფასების ინსტრუმენტები უმაღლესი განათლების სასწავლო გარემოსთვის) ფარგლებში ჩატარდა ვორკშოპი, რომლის მიზანიც იყო აკადემიური პერსონალი (23 აკადემიური პერსონალი) გაცნობოდა განმავითარებელი შეფასების ინოვაციურ ინსტრუმენტს-Peer/Self Assesement, Reflective Diary (თვითშეფასება/მეწყვილის შეფასება და რეფლექსიური დღიური), უძღვებოდა პროექტის სტაფის წევრი, ასოცირებული პროფესორი, მაკა მურვანიძე.

ზემოაღნიშნული შეფასების ინსტრუმენტი ევროპის წამყვან უმაღლეს-საგანმანათლებლო დაწესებულებებში უკვე აპრობირებული და დანერგილია. იგი ხელს უწყობს სტუდენტის  ფსიქო-სოციალურ, ფიზიკურ და ზოგადად, პიროვნული შესაძლებლობების/პოტენციალის ზრდას. აგრეთვე, თვითანალიტიკური და სოციალური უნარების განვითარებას.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მიმდინარე სასწავლო წლიდან იწყებს ASSET-ERASMUS+ პროექტის ფარგლებში განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტების, მ.შ. Peer/Self Assesement, Reflective Diary -ის პილოტირებას და დანერგვას  სხვადასხვა სასწავლო კურსებში.