2019 წლის 2 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა პროფესორ, მერაბ ბერიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი შეხვედრა. დამსწრე საზოგადოებამ იუბილარს ასევე მიულოცა ქართული კულტურის რაინდის წოდება, რომელიც სახალხო დღესასწაულ „შოთაობაზე’’ მწერალთა კავშირის გადაწყვეტილებით მიენიჭა.