რეგისტრაცია მასწავლებელთა მომზადების პროგრამაზე

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხადდება მიღება მასწავლებელთა მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე

სარეგისტრაციო ბმული https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdWpzsbBRXdAoACrhf9pFKsVkWeZxkPgfJ6fsyO9PppFr3epw/viewform

რეგისტრაცია გაგრძელდება 29 სექტემბრის ჩათვლით. (რეგისტრაციისთვის საჭიროა ყველა კონკურსანტს ჰქონდეს gmail-ის ფოსტა)

რეგისტრაციისთვის საჭირო  დოკუმენტაციის ნუსხა:

  1. განცხადება რექტორის სახელზე (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა)
  2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი (უცხო ქვეყნის უსდ-ს დიპლომის შემთხვევაში, წარმოდგენილ უნდა იქნას ცნობა დიპლომის აღიარების შესახებ, ნოტარიალურად დამოწმებულ დიპლომთან ერთად)
  3. ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ, გამოცდების ეროვნული ცენტრიდან საგამოცდო საიდენთიფიკაციო ნომრით, ან საგამოცდო ფურცელი  და გამოცდაზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი ინტერნეტ გვერდიდან
  4. CV  (ავტობიოგრაფია)
  5. პირადობის დამადსტურებელი დოკუმენტის  ასლი
  6. ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია

მიღება მოხდება შემდეგ მოდულებზე:

  • ქართული ენა, ლიტერატურა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • გეოგრაფია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ისტორია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ქიმია (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) –
  • სამოქალაქო განათლება (საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • გერმანული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)
  • რუსული ენა (დაწყებითი ან/და საბაზო ან/და საშუალო საფეხური)


წერითი გამოცდა ჩატარდება 30 სექტემბერს 15:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე, წერითი დავალების შესასრულებლად ზუსტად მითითებულ დროს გადადით ბმულზე  https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdNfMUq0i2D1vk1L7Hy6IuT-JsQcw71GgJbJ6dcVNLKq2PhKQ/viewform?fbzx=4769429844747364021&gxids=7757

გასაუბრება 1 ოქტომბერს, 15:00 სთ-ზე, გასაუბრების გასავლელად გადადით ბმულზე

https://us04web.zoom.us/j/72174144130?pwd=T2Y1UXpQc2V3V3FDSzBWUExUc2pJZz09

ტექნიკური პრობლემების შემთხვევაში დარეკეთ 599177109 598099846

გისურვებთ წარმატებებს!