მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა ევროკავშირის ერაზმუს+ საერთაშორისო პროექტ E-PSY ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციას “სტუდენტთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“, ჩატარდა.
ღონისძიებას საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი ფსიქოლოგები, მკვლევარები და მეცნიერები ესწრებოდნენ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო, E-PSY პროექტის მენეჯერმა გურანდა მოდებაძემ, ფსიქოლოგებმა გულიკო ბეკაურმა და ქეთევან ნარიმანიშვილმა.
კონფერენციაზე ქართველ მეცნიერებთან ერთად იმყოფებოდნენ იტალიელი და პოლონელი მეცნიერები, ამასთან ერთად კონფერენციას ესწრებოდა, განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნინო წერეთელი.
კონფერენციაზე სტუდენტთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების, მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის და სხვა თემებზე იმსჯელეს.