2019 წლის 28 ნოემბერს, მოსამზადებელი კურსებისა და ქართული ფილოლოგიის სტუდენტებს სამეცნიერო ბიბლიოთეკის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, ხათუნა კვინცხაძემ სასიამოვნო სიახლე გააცნო. კერძოდ, სამეცნიერო ბიბლიოთეკაში დასრულდა შიდა ქსელის მოწყობა, რომელიც უნივერსიტეტის სამივე კორპუსში არსებულ ლიტერატურას აერთიანებს. შესაბამისად, სტუდენტებს 15 000-მდე წიგნის ელექტრონული ვერსიაზე აქვთ წვდომა. ნაჩვენები იყო თუ როგორ უნდა მოიძიონ, საძიებო ველის გამოყენებით, სასურველი ელექტრონული რესურსი. მათ შეუძლიათ, როგორც ბიბლიოთეკაში განთავსებული კომპიუტერებით მუშაობა, ასევე მათთვის საინტერესო სახელმძღვანელოს ჩამოტვირთვა. გარდა ამისა, ლიტერატურის გარკვეული რაოდენობა არის ღია წვდომაში საავტორო უფლებების დაცვით, რომლის ნახვას უნივერსიტეტის ვებ–გვერდზეა (sjuni.edu.ge) შესაძლებელი.
შეხვედრაზე ბიბლიოთეკის წარმომადგენელმა სტუდენტებს მიაწოდა ინფორმაცია პროგრამა Turnitin -ის შესაძლებლობებისა და გამოყენების შესახებ. სტუდენტებს აუხსნა ის პროცედურები, რაც მათ სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის წერისას უნდა გაითვალისწინონ, რათა თავიდან აიცილონ პლაგიატის საშიშროება.