2018 წლის 14 ნოემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო ახალციხის SKYE კლუბის – ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერებისათვის საჭირო უნარებისა და ცოდნის კლუბის მუშაობა.
ახალციხის SKYE კლუბი ფუნქციონირებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
კლუბის წევრებმა სამცხე- ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართეს, კერძოდ იმუშავეს თემაზე ,,ჩემი პირადი გრაფიკი“, ხოლო 5 დეკემბერს მორიგ შეხვედრაზე თემის აღწერაზე გაამახვილეს ყურადღება.
კლუბის მუშაობაში მონაწილეობდა და თავისი აზრები და შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამსწრე აუდიტორიას გააცნო ადმინისტრაციის უფროსმა, პროფესორმა როინ თათეშვილმა.