წიგნის “გოლგოთის გზა” პრეზენტაცია

4 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა ახალგაზრდა მწერალის მიხეილ ირემაძის წიგნის “გოლგოთის გზა” პრეზენტაცია, მსმენელებმა გულისყურით მოისმინეს ავტორის საინტერესო საუბარი წიგნის შექმნის ისტორიაზე. როგორც მიხეილ ირემაძემ აღნიშნა ამ პოლიტიკურ რომანში არ არის მითითებული ნაწარმოების შექმნის დრო, ადგილი, კონკრეტული პიროვნებები, ყოველივე ამის აღქმა ავტორმა მკითხველ საზოგადოებას მიანდო, რაც ყველაზე მთავარია ახალგაზრდა ავტორმა პრეზენტაციისათვის გამოიყენა განსხვავებული მეთოდი, ნაწარმოებიდან ამოკრეფილი იყო საინტერესო პასაჟები, რომლებიც განთავსებული იყო ცალკეულ კონვერტებში, მსმენელი სტუდენტები მორიგეობით კითხულობდნენ ამ პასაჟებს, რომელიც შემდეგ სადისკუსიო ხდებოდა.
ღონისძიებამ, რომლის ორგანიზატორი სტუდენტური თვითმმართველობა იყო საინტერესოდ და შინაარსიანად ჩაიარა.