შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელთან გაეროში

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებსთან. შეხვედრას უძღვებოდა  საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში, ლიკა ტორიკაშვილ. შეხვედრაზე ისუბრეს გაეროს მდგრადი განვითარების  მიზნების ფარგლებში სტუდენტთა პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ზოგადად სოციალური ჩართულობის, ეკონომიკური კეთილდღეობის, კარგი მმართველობის, მდგრადი ენერგიისა და გარემოს დაცვის მიმართულებებზე. როგორც ვიცით გაეროს მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი და 98 ამოცანა ეროვნულ პრიორიტეტად განისაზღვრა.

შეხვედრა წარიმართა საინტერესოდ.  შეხვედრის იდეის ავტორი იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული მინდია შაინიძე.