2020 წლის 15 ოქტომბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანს წარმოადგენს მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევების სფეროში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი რევაზ ჭანიშვილი, მოადგილე რევაზ ყულიჯანიშვილი.