14 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წელი დაიწყო.
პირველკურსელებს უნივერსიტეტის რექტორი მაკა ბერიძე შეხვდა და სტუდენტობა მიულოცა.
ასევე, პირველკურსელები შეხვდნენ შესაბამისი ფაკულტეტის დეკანს.
დღესვე, შედგა Moodle-ის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია. აღნიშნული პლატფორმა აქტიურად გამოიყენება სასწავლო პროცესში და განსაკუთრებით დისტანციური სწავლების რეჟიმში.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთათვის საორიენტაციო შეხვედრები გრძელდება.