მიმდინარე წლის 27-29 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედი ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის აკადემიური და მოწვეული პერსონალი მონაწილეობას იღებდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში გამართულ სემინარების სერიაში. სემინარები ვეტერინარიის საგანმანათლებლო პროგრამების აკადემიური და მოწვეული პერსონალის აკადემიური, კვლევითი და კარიერული განვითარების უნარების გაძლიერებას ისახავდა მიზნად. ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტისა და ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ქართველი კოლეგებისთვის სამი დღის განმავლობაში ხუთი სემინარი წაიკითხეს.