სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 28 ნოემბერს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ინფორმაციული ტექნოლოგიები და მათი გამოყენება II“, International Scientific Conference – „Usage of Information Technologies II“ გაიმართა .

კონფერენცია გახსნა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა წითაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლევან მაკარაძე, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლერი ნოზაძე, ასევე, პროფესორი გიორგი მესხი და ასოცირებული პროფესორი ვასილ ტაბატაძე.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის არაერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებმა, მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა. კერძოდ, სტამბულის ტექნიკური უნივერსიტეტის, აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის, უნგრეთის – დებრეცენის უნივერსიტეტის, თსუ- ს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, თელავის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა.

კონფერენციის ორგანიზატორი იყო სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი.

კონფერენციის პროგრამა იხილეთ ბმულზე: სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი / Samtskhe-Javakheti State University (sjuni.edu.ge)