ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის პირველი,მეორე და მესამე კურსის 10 წარჩნებული სტუდენტი, პროფესორ ნინო მილაშვილის ხელმძღვანელობით, თურქეთის რესპუბლიკის კავკასიის უნივერსიტეტის მიწვევით და სრული ფინანსური მხარდაჭერით , ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, იმყოფებიან ვეტერინარიის ფაკულტეტზე.
სტუდენტები, ერთი კვირის განმავლობაში გაეცნობიან ვეტერინარიის ფაკულტეტის სასწავლო პროცესს და არსებულ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას. თურქეთის კავკასიის უნივერსიტეტის ვეტერინარული ფაკულტეტი ვეტერინარული დაწესებულებების ევროპული ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია.
შემდგომი ეტაპი სტუდენტების გაცვლით პროგრამებში ჩართულობაა.