სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერისტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა პროფესიულ მასწავლებელთათვის ტრენინგი შემდეგ თემებზე: სასწავლო პროცესის ორგანიზება, პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა – შეფასების არსი და მიზნები, შეფასების მიდგომები, შეფასების ტიპები, შეფასების მიმართულებები, შეფასების პროცესი, მოზარდთა და ზრდასრულთა სწავლების თავისებურებები, სტუდენტთა მოტივაცია სასწავლო პროცესში, სწავლების თანამედროვე სტრატეგიები. ტრენინგის მონაწილენი გახლდათ შემდეგი პროფესიული მოდულური პროგრამების პროფესიული მასწავლებლები: კომპიუტერული ქსელები და სისტემები, ბუღალტრული აღრიცხვა, მებოსტნე, ელექტრიკოსი, საბაჟო საქმე, სატყეო საქმე.
იხილეთ დღის წესრიგი