სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუფინანსდა Erasmus+ ინსტიტუციონალური განვითარების პროექტი „ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“/“Development of Veterinary Faculties at Georgian HEIs to Create a New Pool of Young Veterinary Professionals in Georgia” (ERASMUS-EDU-2022-CBHE-STRAND-1-101082479), იგივე „ვეტპრო“/ VETPRO;
პროექტის მიზანია საქართველოში ვეტერინარიის სფეროს განვითარება აკადემიური პერსონალის პროფესიული წინსვლის ხელშეწყობისა და სტუდენტების კომპეტენციების, უნარებისა და დასაქმების პოტენციალის ამაღლების გზით. პროექტი მოიცავს ისეთ ამოცანებს, როგორებიცაა: საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება; საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტების ლაბორატორიებსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადება; სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერა კავშირების დამყარების საშუალებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ფართო საზოგადოებას შორის;
საქართველოდან პროექტის მონაწილეთა სია: ევროპის უნივერსიტეტი (საქართველო- კოორდინატორი), სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საქართველო); შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი (საქართველო) 5. უცხოელი პარტნიორები: ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი (ესტონეთი); ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (ლატვია).