ცხადდება დამატებითი მიღება სამაგისტრო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წლისთვის

სსიპ  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი  2021 – 2022 სასწავლო წლის შემოდგომის  სემესტრში  აცხადებს   მიღებას  სამაგისტრო პროგრამებზე:

საქართველოს ისტორია  (მისაღები გამოცდების საკითხები)  – 2 ადგილი

ქართველური ენათმეცნიერება  (მისაღები გამოცდების საკითხები) – 10 ადგილი

ქართული ლიტერატურის ისტორია  (მისაღები გამოცდების საკითხები) – 4 ადგილი

ბიზნესის ადმინისტრირება  (მისაღები გამოცდების საკითხები) – 12 ადგილი

აგროტექნოლოგია (მისაღები გამოცდების საკითხები) – 6  ადგილი

ბიზნეს-ინფორმატიკა(მისაღები გამოცდების საკითხები ბიზნესიდანმისაღები გამოცდების საკითხები ინფორმატიკიდან ) – 6 ადგილი

ასტრონომია  (მისაღები გამოცდების საკითხები) – 7 ადგილი

მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი საბუთები

  1.  განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით (განცხადების ფორმა)
  2. ავტობიოგრაფია (CV ფორმა);
  3. სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი  დიპლომის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი ან ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, თუ დიპლომი ჯერ არ არის გაცემული;
  4. პირადობის მოწმობის (პასპორტის)  ასლი;
  5.  ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია (CD); 
  6. საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი და მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული ქულების ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის საიტიდან (www.naec.ge ); 
  7. უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასლთან ერთად;
  8. მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);

მაგისტრატურაში სწავლის  მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად

16 სექტემბრიდან  22 სექტემბრის ჩათვლით.

https://forms.gle/QrvDUG6BcntUk3DZ9

საკონტაქტო ტელეფონი:   577 98 77 84; 577 98 77 29; ელ-ფოსტა:  [email protected]

შენიშვნა: სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მითითებულ ზღვარზე მეტი ქულა აქვს მიღებული.

 სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად აპლიკანტმა სასპეციალიზაციო გამოცდაში ასევე უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

 სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 51 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან).

უცხოური ენაში გამოცდა ტარდება უცხოური ენის ცოდნის დონის დასადგენად. ამიტომ, უცხოური ენის გამოცდა ჩატარდება მხოლოდ იმ სამაგისტრო პროგრამებზე შემსვლელთათვის, სადაც  უცხოური ენა ისწავლება როგორც სავალდებულო საგანი. კონკურსანტი, რომელიც წარმოადგენს უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს, აღარ აბარებს უცხო ენას.(ქართველური ენათმეცნიერების, ქართული ლიტერატურის ისტორიის  პროგრამების კონკურსანტები არ აბარებენ უცხოურ ენას).

პროგრამებზე ჩარიცხვა ხორციელდება კონკურსის საფუძველზე

მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:

  1. სპეციალობა -23 სექტემბერი, 1200 საათი.  
  2. უცხოური ენა (ინგლისური, გერმანული, რუსული) -27 სექტემბერი, 1200 საათი.

გამოცდები  ჩატარდება კონტაქტურად (I კორპუსი, აუდიტორია №404)