ცხადდება საბუთების მიღება გაცვლით პროგრამაზე

გამოცხადდა საბუთების მიღება ERASMUS+ სასტიპენდიო გაცვლით პროგრამაზე მონპელიეს უნივერსიტეტში (საფრანგეთი) ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის და პროფესორებისთვის!

პროგრამის კოდით 0230,0210,0313, რაც გულისხმობს, რომ მხოლოდ ფილოლოგიის (ინგლისური,ქართული, თურქული, გერმანული)  სტუდენტებს შეეძლებათ მობილობა, როგორც ენის ასევე ლიტერეტურის მიმართულებით, ასევე დაფინანსდება ფსიკოლოგიაც. სტუდენტთა მობილობაზე და მათ ნომინირებაზე ინფორმაცია იხილეთ აქ: : https://www.univ-montp3.fr/en/international/study-montpellier-bachelors-masters-doctorate/incoming-students-exchange-0

სწავლის პერიოდი: 2022 -2023 წლის გაზაფხულის სემესტრი.

გამოყოფილი ადგილების რაოდენობა: 1 ადგილი.

სწავლების ენა: ინგლისური.

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

1) შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უფროსთან საფრანგეთის უნივერსიტეტში გასავლელი საგნების (მინიმუმ 30 კრედიტის) შერჩევა. პროგრამების და საგნების ჩამონათვალი იხ. ბმულზე:

 www.univ-montp3.fr/fr/formation-lp/offre-de-formation/toute-l-offre-de-formation 

2) საგნების შერჩევის შემდეგ მოცემული აპლიკაციის შევსება: თანდართული ფაილი

3) გასაუბრება (ინგლისურენოვანი) მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან და ელექტრონული რეგისტრაცია.

4) შევსებული აპლიკაციის წარდგენა საერთაშორისო ურთიერთობებისა  სამსახურში.

5) ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობა (საერთაშორისო სერთიფიკატის წარდგენა); სერთიფიკატის არარსებობის შემთხვევაში, აპლიკანტები გაივლიან ტესტირებას.

6) პასპორტის ასლი;

7) ამონაწერი სასწავლო ბარათიდან;

პროფესორის  შემთხვევაში, აუცილებელია ინგლისური ენის ფლობა და წასაკითხი ლექციების სილაბუსის წარდგენა. აპლიკაციის ფორმის შევსება.

ყველა საჭირო დოკუმენტს თან ვურთავთ ინფორმაციას

მონპელიეს უნივერსიტეტი

Erasmus+ Déclaration d’intention MIC (Mobilité Internationale de Crédits)

ERASMUS+ FACT SHEET FOR ERASMUS+ PARTNER UNIVERSITIES
INSTITUTIONAL INFORMATION 2022/2023

აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 15 მარტი საკონტაქტო ელექტრონული მისამართი: [email protected]