ცხადდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცხადდება სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები.

საარჩევნო პროცესი 2020 წლის 28 ოქტომბერს გაიმართება.

არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს საკუთარი გუნდი შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ 16 ოქტომბრიდან 26 ოქტომბრის ჩათვლით (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა).
გუნდს უნდა დაარქვათ სახელი და უნდა შედგებოდეს არანაკლებ 32 წევრისგან, სადაც თითოეული ფაკულტეტიდან წევრთა რაოდენობა განისაზღვრება შემდეგნაირად:
განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი არანაკლებ 11 წევრი;
იურიდიული ფაკულტეტი არანაკლებ 7 წევრი;
ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი  არანაკლებ 7 წევრი;
ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი არანაკლებ 7 წევრი.

განცხადება მიიღება,  მატერიალური სახით უნივერსიტეტის კანცელარიაში სამუშაო დღეებში, ასევე შესაძლებელია განცხადების ელექტრონულად გამოგზავნა ელ.ფოსტაზე [email protected]

არჩევნებში დამკვირვებლად მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია გაგრძელდება 23 ოქტომბრის ჩათვლით (ჩამოტვირთეთ განცხადების ფორმა ).

სტუდენტური თვითმმართველობის წევრად შესაძლოა არჩეულ იქნეს სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აქტიური სტუდენტის სტატუსის მქონე პირი, რომელსაც არ უკავია სასწავლებელში აკადემიური, ან ადმინისტრაციული თანამდებობა.

გისურვებთ წარმატებას!