თამარ ქიტიაშვილის ვიზიტი უნივერსიტეტში

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, ახალქალაქში მდებარე სამცხე-ჯავახეთის-სახელმწიფო უნივერსიტეტის მესამე კორპუსში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. შენობა 200 სტუდენტზეა გათვლილი და იქ,  მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების სტუდენტები ისწავლიან.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულება ყველა თანამედროვე სტანდარტს დააკმაყოფილებს, იქნება სრულად ადაპტირებული სსსმ პირებზე, აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებით, მოეწყობა კომფორტული სასწავლო აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო სივრცე. განახლებული სასწავლებელი ახალქალაქისა და რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების საჭიროებების გათვალისწინებით, ახალგაზრდებსა და ზრდასრულებს საბაჟო საქმის, სარკინიგზო, სოფლის მეურნეობისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებების საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს.