6 მარტს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა ქიმაძე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა.
გოჩა ქიმაძე გაეცნო სტუდენტებს, მოისმინა მათი საჭიროებები, თავის მხრივ ისაუბრა იმ ინიციატივებზე, რომლებიც ადიგენის მერიას სტუდენტებთან მიმართებაში აქვს დაგეგმილი.
ამ ინიციატივებიდან ერთ-ერთ უმთავრესი დასაქმების პროექტია, რომლის განსახორციელებლად ბატონი გოჩა, ადიგენელ სტუდენტებს მერიის სამსახურებში სტაჟირების გავლას სთავაზობს.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. სტუდენტებმა კითხვებთან ერთად დიდი კმაყოფილება გამოხატეს ადიგენის მერისა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიმართ ასეთი თბილი და საქმიანი შეხვედრისთვის.
ღონისძიებას, უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე და პრორექტორი სამეცნიერო დარგში, პროფესორი მერაბ ბერიძე ესწრებოდნენ.