ETHICS-Erasmus+ პროექტის ფარგლებში 1-ლი შეხვედრა

მიმდინარ წლის პირველ მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (კოორდინატორი უნივერსიტეტი)  გაიმართა პროექტის, “კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა-კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში“ (ETHICS)” 1-ლი ეროვნული შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა ათი პარტნიორი, ქართული  უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ილიაუნის რექტორი, პროფ. ნინო დობორჯგინიძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე (თამარ მახარაშვილი), უგ დეპარტამენტის ხელმძღვანელი (მაია შიხოშვილი), განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე (ლაშა მარღიშვილი), რუსთაველის ეროვნული ფონდის დირექტორი (ერეკლე ასტახიშვილი), რომლებმაც დიდი იმედი და მხარდაჭერა გამოთქვეს აღნიშნულ პროექტთანდ დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახური და რუსთაველის ეროვნული ფონდი წარმოადგენს პარტნიორ ინსტიტუციებს.

სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტიდან (ერთ-ერთი პარტნიორი უნივერსიტეტი) შეხვედრას ესწრებოდა პროექტის სტაფის სამი წევრი: პროფ. თინა გელაშვილი (პროექტის მენეჯერი), პროფ. ნიკოლოზ ახალკაცი და ბიბლიოთეკის ტექნიკური დირექტორი ხათუნა კვინცხაძე.

ილიაუნის საპროექტო გუნდის მიერ (ქეთევან დარახველიძე-კოორდინატორი, სალომე შედანია, გიგა ხოსიტაშვილი და მანანა სალუქვაძე) წარმოდგენილი იყო პროექტის დეტალური მიმოხილვა,  პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაო პაკეტები და პროექტის რეგულაციები, მ.შ. ფინანსური.