უნიკალური შესაძლებლობა მულტიკულტურული ურთიერთობების განსავითარებლად და “გლობალური” ცოდნის გასაზიარებლად – აშშ-ს დეპოლის უნივერსიტეტი ჩიკაგოში

აშშ-ს დეპოლის უნივერსიტეტი ჩიკაგოში გთავაზობთ „გლობალური სასწავლო გამოცდილების“ (GLE) განაცხადის ფორმის ბმულს.

ეს გახლავთ  სასწავლო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელშიც ერთი უნივერსიტეტის სტუდენტები, მათი კონკრეტული მიზნებითა და წარმოსადგენი შედეგით, დისტანციური სწავლების ხელშემწყობი ტექნოლოგიური რესურსების გამოყენებით, ურთიერთობენ პარტნიორი უცხოური უნივერსიტეტის სტუდენტებთან. პროექტები სახელდახელოდ შედგენილია და ვარირებს მარტივი საზიარო დავალებიდან/მოდულიდან ერთობლივად ჩატარებულ სრულფასოვან კურსამდე. ასეთი კურსების თანხვედრა შეიძლება შედგეს ორ მსგავს კურსს ან ურთიერთშემვსებ კურსებს შორის ინტერდისციპლინური ჩარჩოს ფარგლებში.

ამ შემოდგომაზე, დეპოლი წინასწარ აკავშირებს ლექტორებს სამკვირიანი სწავლების სესიისთვის, რომელიც 31 იანვარს დაიწყება. დაინტერესების შემთხვევაში, პროცესის დასაწყებად შეავსეთ ეს მარტივი ფორმა: https://offices.depaul.edu/global-engagement/partnerships/programs-for-partner-institutions/Pages/Expression-of-interest.aspx

ინტერესის გამოხატვის შემდეგ, პროგრამის დირექტორი, როსი ლეონი შეეცდება, დაგაკავშიროთ დეპოლის უნივერსიტეტში რომელიმე ანალოგიური კურსის ლექტორთან. დაკავშირების შემდეგ პარტნიორ ლექტორთან ერთად ერთობლივი პროექტის მოსაზრებებს ჩამოაყალიბებთ გონებრივი შტურმის შედეგად. მოგვიანებით, დაესწრებით ონლაინ სწავლებას და გაიგებთ, როგორ უნდა შეადგინოთ საპროექტო განაცხადი. სწავლების შემდეგ, თქვენ და თქვენი პარტნიორი ლექტორი წარადგენთ განაცხადს და, პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, 2022-ის გაზაფხულზე ან მოგვიანებით დაიწყებთ პროექტის განხორციელებას.

თუ ონლაინ სწავლების სესიამდე ვერ მოიძებნა თანმხვედრი ლექტორი, როსი შეეცდება დაგაკავშიროთ შემდეგი სწავლების სესიის დაწყებამდე.