მიმდინარე წლის 16 მარტს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის ხელშეწყობით განხორციელებული პროექტის „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“ შემაჯამებელი ღონისძიება ონლაინ ფორმატში ჩატარდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ტრენინგების ციკლში – ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება.
სჯსუ-ს აკადემიურმა პერსონალმა შინაარსობრივად ძალზედ საინტერესო ტრენინგები 15 სკოლის 45 პედაგოგს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების 60 აღმზრდელს ჩაუტარა.
შემაჯამებელ ღონისძიებაზე მასწავლებლებმა ისაუბრეს შესრულებულ აქტივობებზე, საგნების სწავლებისას ინკლუზიური განათლების პრინციპების ახლებურ დანახვასა და გააზრებაზე, მშობელთა კომპონენტის გააქტურებისაკენ, პოზიტიური მშობლობის უმნიშვნელოვანეს ფაქტორზე, რასაც მოყვა მოსწავლეების სასწავლო პროცესში მეტი ჩართულობა, აკადემიური მოსწრების ამაღლება. წარმოადგინეს ვიდეორგოლი, ასევე პროეტის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს პროექტი და აღნიშნეს, რომ ბავშვთა უფლებების ცენტრი უნიშვნელოვანესი შენაძენია უნივესრიტეტისათვის, სადაც აქტიურად გაგრძელდება მუშაობა როგორც მასწავლებლებთან, ასევე მოსწავლეებთან მათთვის საინტერესეო თემებზე და საკითხებზე.
პროექტი მიმდინარეობდა საქართველოს ექვს სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავდა უნივერსიტეტსა და განათლების მიმართულებით უკვე დაარსებული ბავშვის უფლებათა ცენტრის ინსტიტუციურ და აკადემიური პერსონალის შესაძლებლობების მხარდაჭერასა და გაძლიერებას ინკლუზიური განათლების მიმართულებით.