გამოცხადდა რიგგარეშე მობილობა

   სსიპ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,სისხლის სამართლის’’ სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის გამოცხადდა რიგგარეშე მობილობა.

    განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ. გვერდზე www.emis.ge გამოქვეყნდა ვაკანტური ადგილების ჩამონათვალი მიმღებ  უმაღლეს სასაწვლებლებში.

   მობილობით სარგებლობისათვის სტუდენტებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას  და წარუდგინონ პირადი საქმის ასლები. განცხადების წარდგენის სავარაუდო ვადაა – 2021 წლის 01 დეკემბრიდან  07  დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

   გასათვალისწინებელია, რომ  რომელიმე სასწავლებელში ეს პერიოდი შეიძლება დასრულდეს  7 დეკემბერზე  ადრე.

  დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ. გვერდს www.emis.ge  ან დაგვიკავშირდით : 577 98  77  29;  577 95 77 01 ;  577 98 77 84; 591 411  299.

უნივერსიტეტის სასწავლო განყოფილება