შეხვედრა EPSY ფარგლებში სჯსუს ჩართულობით

2021 წლის 29 ნოემბერს E-PSY პროექტის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრების მორიგი ეტაპის პირველი შეხვედრა, რომლის მიზანიიყო ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტის მიერ პროექტის წევრ უნივერსიტეტებთან ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარება. შეხვედრას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი, ბრასოვის უნივერსიტეტისასოცირებული პროფესორი დანიელა პოპა. შეხვედრის მონაწილეები გაეცნენ ინფორმაციას ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის,ფაკულტეტების, სტუდენტებისთვის განკუთვნილი პროექტების შესახებ; ასევე, კვლევითი ინსტიტუტის და კვლევითი ცენტრების პროექტების, აქტივობების დამათი მნშვნელობის შესახებ. სოციოლოგიის და კომუნიკაციების ფაკულტეტის პროფესორმა ლუიზა მესესიანმა მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია პრაქტიკისკვლევის და საპილოტე პროექტის შესახებ, რომელიც ეხებოდა ბრასოვის უნივერსიტეტის სტუდენტების ემოციური სიჯანსაღეს და ფსიქიკური ჯანმრთელობას პანდემიის პერიოდში, ონლაინ სწავლებასთან დაკავშრებული გამოწვევების შესახებ და ასევე, მათ მიერ საგანმანათლებლო აქტივოებბის ხარისხის ასამაღლებლად განხორციელებული ინტერვენციების შესახებ. ბრასოვის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის და განათლების მიეცნიერებების ფაკულტეტისდეკანმა მარიელა პავალაკემ ისაუბრა ინოვაციური პროექტების, კვლევების და იმ ინსტრუმენტების შესახებ, რომლებსაც იყენებენ ფსიქოლოგიური დასაგანმანათებლო შეფასებისთვის.

30 ნოემბერი

E-PSY პროექტის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრების მეორეშეხვედრა ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტსა და პროექტის წევრ უნივერსიტეტებს შორის. ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა დაგანათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ლექტორმა ოანა ბოტამ მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია კონსულტაციისა და კარიერული დაგეგმვის ცენტრის საქმიანობა, ისაუბრაკარიერული, ფსიქოლოგიური და საგანმანათლებლო კონსულტირების, სხვადასხვა სერვისების და აქტივობების შესახებ. ასევე, მონაწილეები გაეცნენ ფსიქო-პედაგოგიური ინტერვენციის პროგრამას, რომელიც თემის და საზოგადოების საჭიროებებზეა აგებული.ასოცირებულმა პროფესორმა მიხაელა ვოინემ მონაწილეებს გაუზიარა გამოცდილება სხვადასხვა ფორმალური და არაფორმალური აქტივობების შესახებ, რომლის მიზანია უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლება საზოგადოებაში, თანამშრომლობა საგანმანათლებლო სფეროს სხვადასხვა საფეხურის წარმომადგნლებთან, თემთან, სხვადასხვა თაობის ადამიანებს შორის კომუნიკაცია და ზოგადად, სოციალური გარემოსგაუმჯობესება. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტის ინტერდისციპლინარული სასწავლო და კვლევითი პროგრამების შესახებ. მუსიკათერაპიის სამაგისტრო პროგრამის ლექტორმა ელენა-ალექსანდრინა ბაბიმ ისაუბრა პროგრამის და ზოგადად, მუსკათერაპიის მნიშვნელობაზე პიროვნების ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის და მთლიანად, ცხოვრების გასაუმჯობესებლდ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმშმიმდინარებდა. შეხვედრას უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი, ბრასოვის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დანიელა პოპა.

2021 წლის 1 დეკემბერს E-PSY პროექტის ფარგლებში ჩატარდა მესამე ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტსა დაპროექტის წევრ უნივერსიტეტებს შორის. ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტისასოცირებულმა პროფესორმა Daciana Lupu-მ მონაწილეებს გააცნო უნივერსიტეტში არსებული ინფორმაციის, კონსულტირების და კარიერული დაგეგმვის ცენტრისსაქმიანობა, მათ მიერ შემუშავებული პროგრამები და აქტივობები, რომელიც განკუთვნილია სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის, მათ შორის,სპეციალური საგანმანანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის. ასევე, ისაუბრა ფსიქოდიაგნოსტიკის, ინდივიდუალური და ჯგუფური კონსულტირებისპრინციპების და იმ გამოწვევების შესახებ, რაც მათ აქვთ. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა დანიელაპოპამ ისაუბრა სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური და აკადემიური კონსულტირების სერვისების და პროგრამებისშესახებ, რომელიც მოიცავს მათ ფსიქოკონსულტირებას, მათთვის შესაფერისი სასწავლო პროგრამის შერჩევას, კარიერულ ორიენტაციასა და დასაქმებაში დახმარებას, გარემოს ადაპტაციას, დამხმარე მოწყობილობებითუზრუნველყოფას, ელექტრონული სასწავლო პლატფორმის, სასწავლო მასალების მომზადებას და ადაპტირებას, პროფესორ-მასწავლებლებისასისტირებას, მოხალისე სტუდენტების ჩართულობას და უნივერსიტეტში ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას. ასევე, მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია მათი ცენტრის მიერ გამოყენებული სხვადასხვა ფსიქოლოგიურიინსტრუმენტების შესახებ, მათი სტრატეგია და სამომავლო გეგმები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებისთვისმოეწყო ვირტუალური ტური ტრანსილვანიის ბრასოვის უნივერსიტეტსა და ქალაქ ბრასოვში, რომელსაც დანიელა პოპა და ფლორინ ნეჩიტა უძღვებოდნენ.