დამატებითი (minor) პროგრამების პრეზენტაცია

20 მაისს, ჩატარდა განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დამატებითი (minor)  პოგრამების  პრეზენტაცია  პირველკურსელთათვის. სტუდენტებს შეხდენენ  და  პრეზენტაციები  წარმოადგინეს   ფაკულტეტის პროფესორებმა, პროგრამების ხელმძღვანელებმა:

პროფესორმა,  ირმა ქურდაძემ  ისაუბრა მასწავლებლის მომზადების  პროგრამის  შესახებ. წარდგენილ პრეზენტაციაში  ხაზი გაუსვა პროგრამის  მნიშნელობას  იმ  პირთათვის, ვისაც უნდა  რომ მასაწვლებელი  გახდეს, ისაუბრა  პროგრამის  სასწავლო კურსებზე და  ზოგადად, საზოგადოების მხრიდან  გამოხატულ მაღალ  ინტერესზე.

ნიკოლოზ  ახალკაცმა  წარადგინა  ისტორიის,  ქართული  ფილოლოგიის, მინორ  პროგრამები, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის  საგანათა  ჯგუფი, რომელიც  ასევე  შედგება 60  კრედიტისაგან  და  ისტორიის პროგრამაში შედის  როგორც  არჩევითი, თავისუფალი საგანთა ჯგუფი.

პროფესორმა, გულიკო  ჯანოვამ  სტუდენტებს  წარუდგინა  ინგლისური ენის დამატებითი  პროგრმა.  მან ისაუბრა ზოგადად დღევანდელ პერიოდში  ინგლისური ენის  ცოდნის  მნიშვნელობაზე.

პროგრამის  სტრუქტურაზე და  მიზანზე  ისაუბრა თავის პრეზენტაციაში, ასოცირებულმა პროფესორმა, მაკა  შონიამ  და სტუდენტებს გააცნო თურქული  ფილოლოგიის  საგანთა  ჯგუფი.

რეგისტრაციასთან და სხვა საირგანიზაციო  საკითხებზე  სტუდენტებს ინფორმაცია  მიაწოდა რექტორის მოადგილემ  სასწავლო დარგში ნიკოლოზ  ახალკაცმა.

სტუდენტების მხრიდან  დაისვა  მათთვის  მნიშვნელოვანი  და საინტერესო  კითხვები, რაზედაც  ამომწურავი  პასუხი  მიიღეს  თითოეული პროგრამის  ხელმძღვანელისაგან.

შეხვედრას  ფასილიტაციას უწევდა, ფაკულტეტის  დეკანი, ასოცირებული  პროფესორი, გულიკო  ბექაური.