სჯსუმ სოხუმის უნივერსიტეტს უმასპინძლა

20 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა ორ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რამაც სასწავლებლებს შორის წლების განმავლობაში უკვე არსებული მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ოფიციალური სახით დაადასტურა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მაკა ბერიძემ და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.ამის შემდეგ, სტუმარი და მასპინძელი უნივერსიტეტის წარმომადგენლები ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ, სადაც გაიმართა ზურაბ ხონელიძის წიგნის „მშვიდობის ქართული პარადიგმა“ პრეზენტაცია.

წიგნში საუნივერსიტეტო დიპლომატიის საკითხებზეა საუბარი. აღნიშნული წიგნის შესახებ ისაუბრა ასოცირებულმა პროფესორმა დიანა მიქელაძემ, რომელიც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ინგლისური ლიტერატურის ლექტორი გახლავთ.

შეხვედრაზე სასწავლებლებს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში პროფესორმა მერაბ ბერიძემ და ასოცირებულმა პროფესორმა როინ ყავრელიშვილმა.