სასერთიფიკატო კურსების წარადგინა ადიგენში

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, როგორც ევროკავშირის ERASMUS+ -ის ინსტიტუციური განვითარების პროექტის ,,უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში“ (ROLE OF UNIVERSITIES IN THE REGIONAL DEVELOPMENT – RURD) მონაწილემ პროექტის ფარგლებში შემუშავებული უწყვეტი განათლების სასერთიფიკატო კურსები წარადგინა    ადიგენიის მერიის  ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის .

შეხვედრაზე მსმენელებმა მოისმინეს ორი კურსის შესახებ 

  • რეგიონის განვითარებაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის შესახებ ;
  •  საჯარო სექტორსა და უნივერსიტეტს შორის  თანამშრომლობის გაძლიერების, სტრატეგიული დაგეგმვისა და საერთაშორისო თანამშრომლობის სტრატეგიის შემუშავების პროცესის განხორციელების გზებზე და ამოცანებზე.

პროექტში ჩართული არიან საქართველოს რეგიონალური უნივერსიტეტები და 4 ევროპელი პარტნიორი ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ჩეხეთიდან და ლიეტუვადან. პროექტში ასევე ჩართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ http://rurd.atsu.edu.ge/https://www.facebook.com/Role-of-Universities-in-the-Regional-Development-RURD-106946334525586/?ref=page_internal