სჯსუს 3 სტუდენტს 300 ლარიანი სტიპენდია დაენიშნება

23 მაისს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს საქველმოქმედო მისიით ეწვია, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი. კერძოდ, თამაზ ბექაია ფონდის დამაარსებელი, ლევან ბექაია ფონდის დირექტორი, გოგა ჩანადირი პროექტების ხელმძღვანელი და მარიამ ცანდიშვილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი.

შეხვედრა უნივერსიტეტის მეორე კორპუსში პავლე ზაზაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ,როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სტუდენტები. შეხვედრას ასევე დისტანციურ რეჟიმში ერთვებოდნენ: განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი გულიკო ბექაური, ინჟინერიის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ლევან მაკარაძე, პროფესორი რევაზ ჭიღლაძე და ასოცირებული პროფესორი ზაირა ტყებუჩავა.

შეხვედრა უძღვებოდა უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი მაკა ბერიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო სტუმრები და შემდეგ წარმოადგინა პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ.

გასული წლის მარტის თვეში ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა, თამაზ ბექაიამ შექმნა საგანმანათლებლო ფონდი, რომელიც ითვალისწინებს მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისთვის სტიპენდიის დანიშვნას. გასულ წელს ხუთიუნივერსიტეტის 16 სტუდენტს დაუნიშნეს სტიპენდია, მიმდინარე წელს კი მათ რიგებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის, აგრონომიისადა ვეტერინარიის სპეციალობის სამი სტუდენტი დაემატება, რომელთაც დაენიშნება სტიპენდია თითოეულს სამასი ლარის ოდენობით.აღნიშნულ ქველმოქმედებასთან დაკავშირებით ბევრი სამადლობელი ითქვა მასპინძელთა მხრიდან და დაპირება სტუდენტების მხრიდან, რომ ეს იქნება შესანიშნავიმოტივაცია, კარგად რომ ისწავლონ და აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ ცხოვრებაში.ღონისძიების დასასრულს, ფონდის დირექტორმა ლევან ბექაიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მაკა ბერიძემ ხელი მოეწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.