სამუშაო ვიზიტი პოლონეთში – E-PSY

2022 წლის 23-27 მაისს E-PSY („ფსიქოლოგიური კონსულტაციების ცენტრების გახსნა სტუდენტებისათვის“)  პროექტის ფარგლებში, პოლონეთში, ბიდგოშჩის ეკონომიკურ  უნივერსიტეტში (WSG) განხორციელდა პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების სამუშაო ვიზიტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო  უნივერსიტეტიდან შეხვედრაში მონაწილეობდა საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულების უფროსი სპეციალისტი, პროექტის  მენეჯერი გურანდა მოდებაძე და ადმინისტრაციის ხელმძრვანელი – როინ თათეშვილი

 ცხრა ქართული უნივერსიტეტის დელეგაციას თან ახლდა განათლების მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი და პროექტის ავტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ინდირა ძაგანია.  მასპინძელ უნივერსიტეტში შეხვედრებს ურგანიზება გაუწია ირენა კუდლინსკამ.

ვიზიტის მთავარი მიზანი საერთაშორისო პარტნიორის გამოცდილების გაზიარება იყო. პროექტის წევრებმა რობერტო ლაუკსმა, ევა კაინიევსკამ და მაგდანელა ბერგმანმა სტუმრებს დეტალურად დაათვალიერებინეს სამედიცინო და სოციალური სერვისების ცენტრები, სხვადასხვა სახის სენსორული ოთახები გააცნეს მათი ინფრასტრუქტურას და მუშაობის პრინციპს.  იასეკ გოსპოდარსკიმ წარმოადგინა სიმულაციის უახლესი დანადგარები ფსიკოლოგიური დემენციის მკონე ადამიანებისათვის.

დელეგაციის წევრები შეხვდნენ, ბიდგოშჩის უნივერსიტეტის პრეზიდენტს კრისტორფ სიკორას და ვიცრე რექტორს საერთაშორისო მიმართულებით მარზენა სობცზაკ-მიჩალოვსკას. აგრეთვე ადგილობრივ თვითმართველოის წარმომადგენლებს.

პროექტის წევრები ეწვივნენ ქალაქებს ჩემლნო და ტორუნი.